logo_geo
ხათუნა სამნიძე: უკრაინის მხარდასაჭერად საქართველომ საერთაშორისო პლატფორმებზე სწორი ნაბიჯები გადადგა
- +

21 მარტი. 2022. 00:22

 

 

საქართველომ თავისი პოზიციით, განცხადებებითა და ნაბიჯებით რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა არ უნდა შექმნას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად საქართველომ საერთაშორისო პლატფორმებზე სწორი ნაბიჯები გადადგა.

„საქართველომ თავისი პოზიციით, განცხადებებითა და ნაბიჯებით რუსეთისთვის სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობა არ უნდა შექმნას. დღეს ეს არის მთავარი. უკრაინის მხარდასაჭერად საქართველომ საერთაშორისო პლატფორმებზე სწორი ნაბიჯები გადადგა და ამას ხაზს უსვამს არა მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, არამედ ჩვენც, ოპოზიცია, მაგრამ საქართველოს მხრიდან არ ისმის მკაფიო და მკაცრი განცხადებები“, - განაცხადა სამნიძემ.

 

 

big_banner
არქივი