logo_geo
ამირან გამყრელიძე: „ფაიზერთან“ გვაქვს მოლაპარაკება, წლის განმავლობაში „პაქსლოვიდის“ 50 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზის მიღებაზე
- +

24 მარტი. 2022. 00:03

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ფაიზერთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის შესახებ, რომ წლის განმავლობაში „პაქსლოვიდის“ 50 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზა შემოვიდეს ქვეყანაში.

 

მისი თქმით, „პაქსლოვიდის“ შემოტანა კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას კიდევ უფრო შეამცირებს.

 

„ფაიზერთან“ არის მოლაპარაკება, წლის განმავლობაში „პაქსლოვიდის“ 50 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზის მიღებაზე. ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ქვეყანაში კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას. დღეს პირველი დღეა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მინიმალური, ანუ სამი გარდაცვალება დაგვიფიქსირდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი