logo_geo
სოზარ სუბარი: მესამე სექტორი უცებ მეხუთე კოლონა გახდა და პირდაპირ მოგვიწოდებენ ომისკენ
- +

28 მარტი. 2022. 00:25

 

 

„უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის შეთავაზება ძალიან არამეგობრულია, პირდაპირ რომ ვთქვათ, მაგრამ არ ვამტყუნებ. არ ვამტყუნებ იმიტომ, რომ როდესაც ქვეყნა ომშია მას რა თქმა უნდა, უნდა ეს ტვირთი და სიმძიმე სხვაზეც გადანაწილდეს. რამდენად სწორი და ქრისტიანული საქციელია ამაზე ახლა ნუ ვიმსჯელებთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

 

„ზუსტად ამ პოზიციაზე დგას ერთი თვეა და ომის დაწყებამდეც, ქართული ომის პარტიაც. ქართული ომის პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ომის პარტიები არიან ისინიც, ვინც ამას იმეორებენ. საოცრება დაა ზოგიერთი არასამთავრობოც, მესამე სექტორი უცებ მეხუთე კოლონა გახდა და პირდაპირ მოგვიწოდებენ ომისკენ. ამიტომაც არის, რომ სწორედ საქართველოს მიმართ კეთდება ასეთი მოწოდებები, ასეთი განცხადებები, სწორედ საქართველოდან მოხდა ელჩის გაწვევა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

big_banner
არქივი