logo_geo
საუკეთესო პასუხი კითხვაზე „რას ნიშნავს ახალი წელი?“
- +

29 ნოემბერი. 2016. 21:43

 

 

ვინ ახსნის ახალი წლის ნამდვილ მნიშვნელობას პატარა ბავშვზე უკეთ?! გერმანულმა ბრენდმა Bahlsen სარეკლამო ვიდეორგოლით ახალი წლის ყველაზე თბილი განმარტება გვიჩვენა. ლამაზად მორთული ნაძვის ხე, ტკბილეულობა, გემრიელი კერძები, ძვირფასი საჩუქრები... ეს მხოლოდ დეტალებია, რომელიც თან ახლავს ამ არაჩვეულებრივ დღეს, ნამდვილი ღირებულება კი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ფასეულია. შობა და ახალი წელი ის განსაკუთრებული დღესასწაულებია, რომლებიც საყვარელი ადამიანების გარემოცვაში უნდა გაატარო. ასევე მნიშვნელოვანია ამ დღეს განსაკუთრებული გრძნობები სხვებსაც გაუზიარო, მაგალითად, ქუჩაში მდგომ პატარა გოგონას, რომელმაც საერთოდ არ იცის ამ დღის მნიშვნელობა და ძალიან სცივა. სწორედ, ასე იქცევა პატარა ბიჭუნა და კითხვაზე "რას ნიშნავს ახალი წელი?" ჩახუტებით პასუხობს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი