logo_geo
იტალიაში გარდაცვლილი 26 წლის მამაკაცი ილიაუნის ლექტორი იყო
- +

1 დეკემბერი. 2016. 14:45


 

იტალიის ქალაქ პადუაში, 26 წლის კარლო გოდოლაძე გარდაცვლილი იპოვეს. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი იყო.


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კარლო გოდოლაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და განცხადებას ავრცელებს.

 

„ჩვენს გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი და მეგობარი გამოაკლდა. კარლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი და კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი იყო. წვლილი, რომელიც მან სამართლის სკოლისა და ცეტრის წარმატებულ მუშაობაში შეიტანა, ძალიან დიდია.

 

დიდხანს გაგვყვება მოგონებები, რომლებიც ყველას გვაკავშირებს კარლოსთან. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ კარლოს ოჯახს და მეგობრებს", - აღნიშნულია განცხადებაში.


ცხედარი მდინარემ გამორიყა, რომლის შემდეგაც, ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია გამოიძახეს.


რა გახდა ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. მამაკაცი იდენტიფიცირებულია. 26 წლის ახალგაზრდას 20 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ. იგი პადუაში სასწავლებლად იყო წასული.


 

big_banner
არქივი