logo_geo
"დღის გმირები, ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი... ძაღლის სახლიდან ფეხები გარეთ უჩანდაო" - ახალი დეტალები 11 წლის გოგონას ამბავზე
- +

17 ივნისი. 2023. 10:23

 

 

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის ამბავს საბედნიეროდ, ბედნიერი დასასრული ჰქონდა. გოგონა იპოვეს, ის ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.

 

დღის გმირები კი დიდი დიღმის მაცხოვრებელი ბიჭები არიან. სწორედ ფოტოზე აღბეჭდილმა მოქალაქეებმა იპოვეს გოგონა.

 

"დღის გმირები, ამ სუპერ ბიჭებმა იპოვეს მძინარე მარიამი... ძაღლის სახლიდან ფეხები გარეთ უჩანდაო" - ახალი დეტალები 11 წლის გოგონას ამბავზე

 

ვინც იპოვა, ის ბიჭი ყვებოდა, ფეხები გარეთ უჩანდაო, ამ ამბების გადამკიდე, ძალიან შემეშინდაო, მერე ხელით რომ შევეხე, შეირხა და გამომხედაო, ვუთხარი მამაშენის მეგობარი ვარო... შემდეგ უკვე პოლიციას შეატყობინეს და გოგონა წაიყვანეს", - გვიყვება თვითმხილველი.

 

ცნობისთვის, 11 წლის მოზარდს, 16 ივნისის საღამოს შვიდი საათიდან ეძებდნენ. ძებნის სამუშაოებში კი ოჯახთან და სამართალდამცველებთან ერთად, ასობით მოქალაქე იყო ჩართული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი