logo_geo
ნინო ჯღარკავა: მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს! დათო ევგენიძე მან გადაარჩინა! და მადლობა ნინო გიორგობიანს!
- +

21 ოქტომბერი. 2023. 01:23

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

დათო ევგენიძეს ვუსმენდი ახლა, ღვიძლის გადანერგვის ამბებს ყვებოდა, პირადად მინდა გადავუხადო მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, საკუთარი თანხებით, მთლიანად დამაფინანსაო, არც მითხოვიაო, შემთხვევით გაუგია ჩემი ამბავი, დამირეკა ტელეფონზე და დამაფინანსაო, მიხარია, რომ ეს თქვა დათო ევგენიძემ, მე ამას ხმამაღლა არასდროს ვიტყოდი და ინფორმაცია კი მე მივაწოდე, ღამით გვიან მის თურქეთში გაფრენამდე ერთი საათით ადრე, წასასვლელი ფულიც კი არ ქონია ამხელა საძმაკაცოს პატრონ, ბუმბერაზ მუსიკოსს! ირაკლი არის ადამიანი, ამიტომ მიყვარს! ისე, სად იყავით ევგენიძის ნაცი ნათესავ-მეგობრები იმ დროს, მაინტერესებს! პ.ს. სანამ ნოდარ მელაძის საგამოძიებლო ჯგუფი მიუვარდება პრემიერს, საიდან ფული ან რატომ გადაარჩინე დათო ევგენიძეო, მანამ ვეტყვი, რომ პრემიერს აქვს თავის პირადი ფონდი! იმედია, არ გეწყინათ ევგენიძის გადარჩენა, ნინო გიორგობიანი, შენ კი მადლობა პირადად ჩემგან, რო ხარ! - წერს ნინო გიორგობიანი.

 

 

 

 

big_banner
არქივი