ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრსა და კოლეგებს მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა გიორგი კვირიკაშვილსა და კოლეგებს გასული წლების განმავლობაში ერთობლივი წარმატებული ძალისხმევისთვის საქართველოს ევროკავშირთან და NATO-სთან დასაახლოვებლად! მოუთმენლად ველი საქმიანობის დაწყებას ვაშინგტონში!" - წერს დავით ბაქრაძე.