ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:
„ბევრ ირაკლის ვისურვებდი დღეს პოლიტიკაში. როგორი ცოტაა შენნაირი ერთგულები, სუფთები და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები. შენს ფასს ჯერ კიდევ ვერ ხვდება ბევრი! ნომერი პირველი ხარ", - წერს სოციალურ ქსელში ნინო ჯღარკავა.