კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი, სოციალურ ქსელში, არქივიდან ვიდეოს აზიარებს, სადაც რუსული ესტრადის ვარსკლავი ალა პუგაჩოვა საქართველოს ესტუმრა და ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. ვიდეო 1998 წელსაა გადაღებული.
„ეს უკვე ისტორიაა!
საინტრესო არქივია... კულტურას საზღვრები არ აქვს და არც არასოდეს ექნება!
დიდი მადლობა ტელეკომპანია „მირს“ ამ ისტორიული კადრებისათვის“, - წერს დათო ოქიტაშვილი.