ქართველი ბლოგერი, ლექტორი და მარკეტერი გურამ შეროზია, სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ხშირად მოგზაურობს როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, რის შემდეგაც მოკლე მიმოხილვებს აკეთებს კონკრეტული ადგილების ისტორიაზე თუ ტრადიციებზე. მისთვის გამონაკლისი არ აღმოჩნდა ბოლო მოგზაურობაც წყალტუბოში და თავის გამომწერებს ძალიან საინტერესო ფოტოებიც შესთავაზა.
„წყალტუბო არის სასწაული და როგორ მწყინს, რომ არ არის სათანადოდ "დაფასებული"
ეს არის ერთი შენობა - იმ უამრავთაგან, რაც აქ შეიძლება ნახო. შემთხვევით მოვხვდი, მერე ავისეირნე კიბეები, ადგილობრივმა ბიჭმა შემომთავაზა დახმარება და აი უდიდეს ისტორიას იტევს თითოეული კედელი. თავი ძველი ფილმის პერსონაჟი მეგონა
მერე გამოხვალ და სრული ბედნიერება დასვენების კუთხითაც, მოკლედ მიყვარს წყალტუბო.“ - წერს შეროზია.