logo_geo
ჯასტინ ტიმბერლეიკმა ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი სიმღერა გამოუშვა
- +

29 იანვარი. 2024. 01:05

 

 

ამერიკელმა მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა ახალი სიმღერა Selfish („ეგოისტი“) და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოუშვა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს მისი პირველი სოლო კომპოზიცია, რომელიც მომღერლის ალბომში Everything I Thought It Was შევა.

 

თუმცა, როგორც Entertainment Weekly წერს, ტიმბერლეიკის რელიზმა ნეგატიური რეაქცია გამოიწვია ბრიტნის სპირსის თაყვანისმცემლებს შორის. რამდენიმე თვის წინ, სპირსმა ავტობიოგრაფია გამოუშვა, რომელშიც წერდა, რომ ტიმბერლეიკმა მათი რომანის დროს მას ორსულობის შეწყვეტა აიძულა.

 

ამასთან, სპირსსაც აქვს სიმღერა იგივე სახელწოდებით, რომელიც მის 2011 წელს გამოსულ ალბომში შევიდა. ამიტომ, სპირსის თაყვანისმცემლები ცდილობენ, რომ მათ კერპის სიმღერამ სხვადასხვა ჩატში ტიმბერლეიკის კომპოზიციას გაუსწროს. ბრიტნის Selfish-მა უკვე დაიკავა პირველი ადგილი iTunes-ის ამერიკულ ჩატში.

 

 

 

big_banner
არქივი