logo_geo
ფილმი „Light Falls“ ქართველი მსახიობების მონაწილეობით კინოთეატრებში 1 თებერვლიდან გამოჩნდება
- +

31 იანვარი. 2024. 17:50

 

 

„ენკენი ფილმსის“ დრამა „Light Falls“ 4 ქვეყნის (საქართველო, ალბანეთი, საბერძნეთი, გერმანია) თანაწარმოებაა, რომელშიც მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი კი ოსკარზე 2-ჯერ ნომინირებული ფედონ პაპამაიკლია, რომელსაც ჰოლივუდში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. წარმოშობით ბერძენ კინორეჟისორს და ოპერატორს საქართველოსთან მჭიდრო სამუშაო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

 

„Light Falls“-ის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის ნოემბერში, „Tallinn Black Nights Film Festival 2023“-ზე შედგა, ხოლო საქართველოს პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალზე გაიმართა.

 

2024 წლის თებერვალში „Light Falls“-ს იტალიური კომპანია „102Distribution“-ის მიერ წარდგენილი იქნება „ბერლინალე 2024“-ის ფარგლებში ევროპულ კინობაზრობაზე, სადაც ფილმის საერთაშორისო გაყიდვები დაიწყება.  თებერვალშივე ფილმის ჩვენება დაგეგმილია იბიცას საერთაშორისო  კინოფესტივალზე.

 

 

 

big_banner
არქივი