„ენკენი ფილმსის“ დრამა „Light Falls“ 4 ქვეყნის (საქართველო, ალბანეთი, საბერძნეთი, გერმანია) თანაწარმოებაა, რომელშიც მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი კი ოსკარზე 2-ჯერ ნომინირებული ფედონ პაპამაიკლია, რომელსაც ჰოლივუდში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. წარმოშობით ბერძენ კინორეჟისორს და ოპერატორს საქართველოსთან მჭიდრო სამუშაო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
„Light Falls“-ის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის ნოემბერში, „Tallinn Black Nights Film Festival 2023“-ზე შედგა, ხოლო საქართველოს პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალზე გაიმართა.
2024 წლის თებერვალში „Light Falls“-ს იტალიური კომპანია „102Distribution“-ის მიერ წარდგენილი იქნება „ბერლინალე 2024“-ის ფარგლებში ევროპულ კინობაზრობაზე, სადაც ფილმის საერთაშორისო გაყიდვები დაიწყება. თებერვალშივე ფილმის ჩვენება დაგეგმილია იბიცას საერთაშორისო კინოფესტივალზე.