logo_geo
სიღნაღის თეატრალური ფესტივალი დაიხურა
- +

11 ივნისი. 2023. 19:57

 

 

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებული სიღნაღის თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა, რომელმაც პირველი ფესტივალი შეაჯამა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. 13 სპექტაკლიდან ჟიურიმ გამოავლინა პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული თეატრები. გამარჯვებულებმა, ფულად პრემიებთან ერთად, კომპანია „ზარაფხანის" მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოებიც მიიღეს. ასევე, ფესტივალის მონაწილე თეატრებს გადაეცათ სპეციალური სიგელები.

 

 

 

big_banner
არქივი