ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი სერ იენ მაკკელენი ჰამლეტის როლს შეასრულებს. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, 81 წლის მსახიობი უილიამ შექსპირის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პერსონაჟს თეატრში Royal Windsor განასახიერებს. სპექტაკლის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. პირველად მაკკელენმა დანიის პრინცის როლი 50 წლის წინ შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ მაკკელენი ბრიტანული სცენის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული მსახიობია, პუბლიკა მას უფრო კინოროლებით იცნობს, რომელთა შორისაც ყველაზე პოპულარულებია გენდალფი „ბეჭდების მბრძანებლიდან“, მაგნეტო „იქს-ადამიანებიდან“.