logo_geo
რატომ დაიხურა სერიალი „შუა ქალაქში“?!
- +

26 მარტი. 2017. 22:06



10-წლიანი სატელევიზიო ეთერის და რამდენიმე სეზონის შემდეგ სერიალი „შუა ქალაქში" დაიხურა. სერიალი ტელეკომპანია „იმედზე" პირველად 2007 წელს გავიდა და თავიდანვე არნახული წარმატება ხვდა წილად. მისი შემქმნელი დავით გოგიჩაიშვილის „ღამის შოუს| სტუდია იყო. რამდენიმე წლის წინ, „შუა ქალაქში" დროებით შეჩერდა, თუმცა შემდეგ ისევ განაახლეს.


ტელეშოუს დახურვის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ, იგივე ქეთევანმა დაწერა:


„ფანტასტიურად არავინ და არაფერი შეიყვაროთ. დასასრული უფრო მარტივი, შეგნებული და გააზრებული იქნება!.. მშვიდობით შუა ქალაქი. 23.09.2007-21.03.2017", - დაწერა მსახიობმა სოციალურ ქსელში.


რა გახდა „შუა ქალაქის" დახურვის მიზეზი, ამის გასარკვევად „ღამის შოუს" პროდუსერს ირაკლი ვახტანგიშვილს  ambebi.ge დაუკავშირდა:


- რატომ დაიხურა სერიალი „შუა ქალაქში"?


- მოქმედი კონტრაქტი, რომელიც „იმედთან" გვქონდა გაფორმებული, დასრულდა, ამიტომაც შეწყდა სერიალის გადაღებები.

 

- ისევ დაბრუნდებით ეთერში, თუნდაც სხვა არხზე?

 

- ვერაფერს გეტყვით. არაფერია გამორიცხული...


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი