logo_geo
გიორგი ვოლსკი "ნაცმოძრაობაზე“: ახალგაზრდა ადამიანებისგან სადისტების კასტა შექმნეს
- +

21 მარტი. 2024. 00:45

"ახალგაზრდა ადამიანებისგან სადისტების კასტა შექმნეს, გარყვნეს ახალგაზრდები, მისცეს ძალაუფლება ხელში და უთხრეს, რომ ტრენდია და შეეჯიბრეთ ერთმანეთს, ვინ უფრო სადისტურად მოექცევა ადამიანებს", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შს მინისტრის ანგარიშის დროს საშინლად დაახასიათა საკუთარი თავი კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“.

აბსოლუტურად არ იყო ლაპარაკი სამართალდამცველი ორგანიზაციის საქმიანობაზე. ლაპარაკი იყო ალბათ, როზნერის მიერ მიცემული ინსტრუქციით გათვალისწინებულ თემებზე. უშველებელი პაკეტი იყო სიცრუისა, რომელიც უნდათ, რომ თავს მოახვიონ საზოგადოებას. მე საერთოდ მეგონა, რომ გომელაურის ანგარიშის დროს ისინი დარბაზში არ შემოვიდნენ. მათი დანაშაული მარტო ის კი არ არის, რომ სადისტურად მოექცნენ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. თუნდაც აფრასიძის დაკავების დროს, რომელიც შესაძლოა, იმსახურებდა კიდეც დაკავებას, ბავშვების თვალწინ მოკლეს ადამიანები. დახვრიტეს ის სახლები, სადაც ქალები და ბავშვები იყვნენ.

აჭარელი სამი ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში და ღლიცინებდნენ ამ თემაზე. შავაძის თემა ავიღოთ და პოლიციის ეს საქმიანობა არ არის ერთადერთი დანაშაული, რომელიც ამ ხალხმა ჩაიდინა, ვინც დღეს დარბაზში იყო. პირდაპირ თუ არ ჩაიდინეს, თანამონაწილეები იყვნენ. ეს დანაშაული კიდევ გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდა ადამიანებისგან სადისტების კასტა შექმნეს, გარყვნეს ახალგაზრდები, მისცეს ძალაუფლება ხელში და უთხრეს, რომ ტრენდია და შეეჯიბრეთ ერთმანეთს, ვინ უფრო სადისტურად მოექცევა ადამიანებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

big_banner
არქივი