logo_geo
მამუკა მდინარაძე: გიორგი კალანდარიშვილზე უკადრებელი იკადრა სიუჟეტმა, მისმა ავტორმა
- +

21 მარტი. 2024. 16:49

 

 

გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმა იყო თქვენი ტელევიზიის მხრიდან, იყო დეზინფორმაციული შტურმი, - ასე მიმართა ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

 

„წინასწარ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორგვარი შტურმი იგეგმებოდა გიორგი კალანდარიშვილზე, საინფორმაციო, მორალური და მერე ფიზიკური. ეს იყო ჟურნალისტების მხრიდან და ჩვენ ეს გავიმეორეთ. პირველი ნაწილი დადასტურდა. საინფორმაციო შტურმი მასზე მიიტანეთ და უკადრებელი იკადრა სიუჟეტმა, მისმა ავტორმა და ა.შ. როდესაც მას დააბრალა ისეთი რაღაცები, რაც ბუნებაში არ არსებობს. სიუჟეტის ავტორმა მემკვიდრეობასთან დაკავშირებით გააჩინა ეჭვები, რომ თითქოს ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ახლანდელი შენაძენი და ა.შ. გარდაცვლილი მამის ბიოგრაფიაც კი გაუყალბეს, გარდაცვლილი მამისვე დისკრედიტაციის მიზნით. ეს ერთი ნაწილი, ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციის, დადასტურდა. მეორე ნაწილზე, როგორც ვიცი, გარკვეული ეჭვები მანაც გამოთქვა. გამოძიების დაწყების სტანდარტი, ბრალის წარდგენის, შემდეგ განაჩენის არსებობს ამ ქვეყანაში. გამოძიების დაწყებას არ აქვს ვადები, შეიძლება ერთი თვის შემდეგ გაჩნდეს კიდევ უფრო რეალური გარემოება, რაზეც შეიძლება დაიწყოს ან არ დაიწყოს გამოძიება“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი