logo_geo
ანრი ოხანაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს გააკეთეთ ყველამ, ქალბატონი ნაცვლიშვილით დაწყებული, ბოკუჩავათი გაგრძელებული
- +

15 აპრილი. 2024. 14:56

 

 

„ეს გააკეთეთ ყველამ, ქალბატონი ნაცვლიშვილით დაწყებული, ბოკუჩავათი გაგრძელებული", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტის სხდომა განაცხადა.

 

„აი, ეს გააკეთეთ თქვენ. თქვენ ხართ თანამონაწილე იმისი, რაც ამ ადამიანმა იკადრა. გსურთ „ენჯეოებს“ კომენტარის გაკეთება? კომენტარის გაკეთება „ენჯეოებს“ ამ ფაქტზე არ უნდათ, რაც ელისაშვილმა იკადრა?!“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

big_banner
არქივი