logo_geo
მიხეილ ყაველაშვილი: მადლობა მამუკა მდინარაძეს - მოთმინებით და კაცობით ბოლომდე მიიყვანა კომიტეტის სხდომა. ამ ადამიანის ნერვები, ადამიანობა ჩემთვის დღეს კიდევ უფრო დაფასდა
- +

15 აპრილი. 2024. 23:47

 

 

„ხალხის ძალის “ წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციონერ ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტს გადაცემა „იმედი LIVE“-ში აფასებს.

 

„დღეს კომიტეტის სხდომაზე ვატყობდით, როგორ ცდილობდა ოპოზიცია სიტუაციის ანთებას. დავინახეთ არაკაცის ქმედება, რომელიც ჩაიდინა სამარცხვინო პიროვნებამ. სად გამოვა, როგორ გამოესვლება, შვილები ჰყავს, ასეთი საქციელი ქართული არ არის. ეს იყო შეკვეთილი. კომიტეტის მთელი სხდომა ჩაცუცქული იყო და თურმე რა ჰქონდა თავში, რომ ჩუმად მიპარვოდა და ჩაერტყა. მადლობას ვუხდი მამუკა მდინარაძეს, მოთმინებით და კაცობით ბოლომდე მიიყვანა კომიტეტის სხდომაა. ამ ადამიანის ნერვები, ადამიანობა ჩემთვის დღეს კიდევ უფრო დაფასდა“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობდა. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

 

big_banner
არქივი