logo_geo
გია ჟორჟოლიანი: საქართველოს ისტორია არ სრულდება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში
- +

5 ოქტომბერი. 2017. 17:15

 

 

„ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს ისტორია არ სრულდება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა.


„გუშინდელ შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ პრეზიდენტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული იმაზე, რომ მიღწეულ იქნას ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი, რაც პოზიტიურია და დადებითად ვაფასებ.

 

ამის გარდა, მთავარი რაც მე მგონია, არის ის, რომ ყველამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ საქართველოს ისტორია არ სრულდება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. ჩვენმა პარტიამ შეიტანა წინადადებები. აქედან რამდენიმე სრულად იქნა გაზიარებული, ხოლო ერთი  ე.წ. 94-ე მუხლი ნაწილობრივ იქნა გაზიარებული, ჩვენ ამით კმაყოფილი არ ვართ, მაგრამ წავედით კომპრომისზე და მხარი დავუჭირეთ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ცვლილებები უკვე მიღებულია და გადასინჯვას დაექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვეტოს დაადებს პრეზიდენტი", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 


 






 

big_banner
არქივი