logo_geo
პარლამენტმა დასვენების დღე დასვენების დღედ გამოაცხადა
- +

8 მაისი. 2019. 14:01

 

 

დღეს ​პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის ინიციატივა განიხილეს, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა.

 

​მიუხედავად იმისა, რომ 12 მაისს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება და ოფიციალურად დასვენებაა, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის დასვენების დღედ გამოცხადება პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

 

ცნობისთვის, „შრომის კოდექსში“ მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებებით, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი