logo_geo
ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე რგანისა და ხრეითის მოსახლეობას შეხვდა
- +

9 მაისი. 2019. 11:18

 

„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე ამავე მუნიციპალიტეტის სოფლების -რგანისა და ხრეითის მოსახლეობას შეხვდა.

 

მოდებაძესთან ერთად ადგილზე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე იმყოფებოდნენ.

 

სოლომონ პავლიაშვილმა ჭიათურის მერობის კანდიდატს, გივი მოდებაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა და ადგილობრივ მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 

,,გვინდა მოსახლეობამ მაქსიმალურად ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მე ჩამოვედი თქვენთან რათა პირადად კიდევ ერთხელ გაგაცნოთ ის პროგრამები და პროექტები, რაც თქვენი და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია ჩაერთოთ სოფლის მეურნეობის მიერ გამოცხადებულ პროექტებში და მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ მისგან“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

შეხვედრების ბოლოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი