logo_geo
GORBI: გამოკითხულთა 75,9% ეთანხმება, რომ რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას
- +

20 მარტი. 2022. 20:34

 

 

მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას, „გორბიმ“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით ეთანხმება გამოკითხულთა 75,9 პროცენტი, არ ეთანხმება - 20 პროცენტი. 4,1% კი ამბობს, რომ არ იცის.

პოზიციას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა - ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 22, 7 პროცენტი, არ ეთანხმება 71 პროცენტი და 6,3% პასუხობს, რომ არ იცის.

გამოკითხულთა პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით, იმ რესპონდენტებს შორის, ვინც ეთანხმება პოზიციას, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია 14 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კი - 53%.

კვლევა „ტელეიმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1 008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %-ია.

 

 

big_banner
არქივი