logo_geo
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციას რეალურად განა მართლა ანაკლიის პორტი აინტერესებს, მათი მიზანია, რომ ქვეყანა ჩამოიქცეს
- +

22 სექტემბერი. 2023. 18:45

 

 

ოპოზიციას რეალურად განა მართლა ანაკლიის პორტი ან რაიმე აინტერესებს. მათი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში რეალურად არაფერი გაკეთდეს და ჩამოიქცეს ქვეყანა, რომ იქნებ ხელისუფლებაში მოვიდნენ", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას დაწვრილებით ახსნა მთელი ის პროცესი, რასაც სახელმწიფო, მთავრობა ახორციელებს ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად.

 

„აღინიშნა ის უმაღლესი მენეჯმენტი, რითაც უფრო გამოცდილ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად ხდება ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის მთელი ეს პროცედურები და აღნიშნა ისიც, თუ სად არის ახლა საქართველო ამ პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით.

 

ითქვა ისიც, რომ უკვე გამოკვეთილია ორი მსხვილი მნიშვნელოვანი კომპანია. მინისტრმა ამომწურავად დაანახა ყველას მოცემული სურათი. ჩვენ გვაქვს საქმე ამ საოცრებასთან, როდესაც ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, დოკუმენტურ ისტორიას ჰყვები და ოპოზიცია შუშის თვალებით გიყურებს და ირიდებს ამ ყველაფერს. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვიტყვით მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივს. თეთრი რომ დაანახო იტყვიან, რომ შავია. ეს არის ის, რაც ახლა ოპოზიციის მხრიდან ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ისმოდა და რაც შს მინისტრის ინტერპელაციაზე ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა. საბოლოო ჯამში საზოგადოება აფასებს იმას, თუ რა ქმედით ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო და თუ როგორი დაუღალავი პროვოკაციით იბრძვის ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანას განვითარება არ ჰქონდეს არცერთი მიმართულებით“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი