logo_geo
ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: ის, რომ თითქოს 2021 წელს პროგნოზირებული იყო სტიქია, არის სამარცხვინო ტყუილი, როგორ შეიძლება, მყინვარიდან ყინულის მოწყვეტა 2 წლით ადრე გათვალო
- +

22 სექტემბერი. 2023. 19:20

 

 

ის, რომ, თითქოს 2021 წელს იყო პროგნოზირებული სტიქია, ეს არის სამარცხვინო ტყუილი, როგორ შეიძლება, მყინვარიდან ყინულის მოწყვეტა 2 წლით ადრე გათალო, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებს.

 

„მეორე ტყუილი იყო, რომ თითქოს ჩვენი ხელისუფლების დროს შეიცვალა მდინარის კალაპოტი, ესეც სამარცხვინო ტყუილი ოპოზიციის მხრიდან. 60-იან წელებში მომხდარ ამბავზეა საუბარი და თითქოს ახლა ამ ხელისუფლებამ გააკეთა ეს ყველაფერი. კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი - თითქოს კოტეჯების აშენებაზე ნაბართვა ჩვენი ხელისუფლების დროს გაიცა. მეოთხე სამარცხვინო ტყუილი - ბიძინა ივანიშვილმა მოჭრა ტყე. სულ რომ გინდოდეს, იქ ფიზიკურად ვერ მოჭრი ტყეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ერთი თის განმავლობაში არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი შოვში არ ჩასულა, გარდა შალვა ნათელაშვილისა.

 

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს. ვახტანგ გომელაური შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხებს.

 

 

big_banner
არქივი