logo_geo
მამუკა მდინარაძე: 65 ჰექტარი ყინული და თოვლი რომ მოწყდება, აუცილებლად ამა და ამ დროს, ერთი ვინმემ დამისახელოს წინასწარ პროგნოზი რომ დაიდო ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში
- +

22 სექტემბერი. 2023. 20:19

 

 

65 ჰექტარი ყინული და თოვლი რომ მოწყდება, აუცილებლად ამა და ამ დროს, ერთი ვინმემ დამისახელოს წინასწარ პროგნოზი რომ დაიდო ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში, - ამის შესახებ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ორი მთავარი კითხვა არსებობს [შოვის ტრაგედიაზე]. პირველი - შეიძლებოდა თუ არა სტიქიის თავიდან აცილება და მისი წინასწარი პროგნოზირება. 65 ჰექტარი ყინული და თოვლი რომ მოწყდება, აუცილებლად ამა და ამ დროს, ერთი ვინმემ დამისახელოს წინასწარ პროგნოზი რომ დაიდო ამასთან დაკავშირებით მსოფლიოში. წინასწარი გაფრთხილების სისტემაზე რომ ლაპარაკობენ, იცით რაშია სინამდვილეში საქმე? ეს უნდა იცოდეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. რაც დახვდათ „ნაცებს“ იმ დროს, ან რა უნდა დახვედროდათ, რას ჰგავდა ქვეყანა, ისიც მოშალეს. მაგალითად ზუსტად ვიცი, აგერ ჩემს კოლეგებთან ხშირად მილაპარაკია. მაიასთან მილაპარაკია ბითაძესთან, ბატონი ცაგარეიშვილი დღე და ღამე ამაზე საუბრობს. რა უნდა დახვედროდათ 2003 წელს?! თბილისში მაგალითად რამდენიმე სადგური იყო, დატოვეს ერთი. ახლა არის ექვსი. წინასწარი გაფრთხილება არის მთელი ჯაჭვი. ერთ-ერთი კომპონენტია წყალმზომები. წყალმზომზე [შოვის ტრაგედიისას] ცვლილება არ დაფიქსირებულა და ვერანაირი გამაფრთხილებელი სისტემა ვერ იმუშავებდა. რაც ვერსად ხდება მსოფლიოში, ამას საქართველოში ითხოვენ. მეორე კითხვაა, შეიძლებოდა თუ არა რომელიმე ადამიანის გადარჩენა. ყველაზე ამაზრზენად ამ ნაწილში იქცევიან. მიმძიმს, ძალიან გამიჭირდა რამდენჯერმე ამის თქმა, მაგრამ რადგან ბატონმა ვახტანგმა [გომელაურმა] თვითონ თქვა დღეს ეს, უფრო თამამად შეგვიძლია ვთქვათ. დიდი ბოდიში მინდა მოვიხადო ყველა ჭირისუფლის წინაშე, გვაიძულებენ, თორემ არც უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. ნაწილ-ნაწილ, ფრაგმენტებად ადამიანები რომ ამოჰყავდათ მაშველებს, ორი-სამი საათის განმავლობაში მათი გადარჩენა შეიძლებოდაო, ადამიანი რომ გეტყვის, იმ ადამიანს რა უნდა დაარქვა, ისიც არ ვიცი. როცა ყველანაირი ლოგიკა გეუბნება, რომ წუთებში ყველაფერი დამთავრებული იყო საუბედუროდ იქ და 2-3 საათში ვიღაც უნდა გადაგერჩინათო, ამას ჰქვია იმ დონის მავნებლობა, სპეკულაცია და ფსიქოლოგიური ტერორი, რომ არ უნდა აკადრო საკუთარ თავს, საზოგადოებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი