logo_geo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას: ერთი თვის განმავლობაში შოვში არ ჩასულხართ, შოვში რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით
- +

22 სექტემბერი. 2023. 20:43

 

 

მინდა შეგახსენოთ, რომ არც ერთი თქვენგანი არ იყო შოვში არა თუ პირველ და მეორე დღეს, არამედ საერთოდ არ ჩასულხართ. ერთი თვის განმავლობაში შოვში არ ჩასულხართ. შოვში რომ ჩასულიყავით, ამდენ სისულელეს არ იტყოდით და ზუსტად იმიტომ არ ჩახვედით, რომ ამდენი სისულელე დაგრჩენოდათ სათქმელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

 

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში რაჭველი დეპუტატებიც არიან და არც ისინი ჩასულან რაჭაში.

 

„არც სამშობლო, არც კუთხე, არაფერი წმინდა არ აქვთ ამ ადამიანებს. მათი გუნდის წევრი, გუბერნატორი იყო, გამოდის და ამბობს, რომ რაჭაში ტურიზმი დამთავრდა. წარმოიდგინეთ, რეგიონის შესახებ, რომელიც არის ტურისტულადაც მიმზიდველი, ყველა სხვა ღირსებას რომ თავი დავანებოთ, წარმოიდგინეთ რა დონის მავნებლები არიან და სხვათა შორის, ასეთი განცხადებების შემდეგ, რასაც ამ გუნდის წევრები ავრცელებდნენ, სისტემატურად ხდებოდა ჯავშნების გაუქმება რაჭაში. მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ არავითარი რისკი რაჭის სხვა კუთხეებს არ ემუქრებოდათ. ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ და მათ აქვთ იმედი, რომ რაჭაში ტურისტები აღარ ჩავლენ, რომ დამძიმდეს იქ ვითარება და რასაც ქვეყანას უკეთებენ, იგივე გადმოიტანეს კონკრეტულად რაჭაზე. ამას აკეთებს სირაძე, ყოფილი გუბერნატორი.

 

უსამშობლო ხალხი, არც სამშობლო იციან და არაფერი იციან და რამე რომ იცოდნენ და მორალური ნიშან-წყალი ჰქონდეთ, ბუნებრივია, ამდენ ტყუილს არ იკადრებდნენ და დღევანდელი სხდომაც ამის დემონსტრირება იყო. დღესაც სამარცხვინოდ აგრძელებენ ამ ტყუილების ლაპარაკს და გავრცელებას.

 

სტიქია და ტრაგედია არის ისეთი რამ, რამაც ყველა უნდა გააერთიანოს, მაგრამ თუ არაფერი წმინდა არ გაქვს, ვერაფერი ვერავისთან შენ ვერ გაგაერთიანებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი