logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ერთი რამ შეგვახსენა შოვის ტრაგედიამ, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, სოლიდარობა, დახმარება და ასე უნდა გავიტანოთ ერთმანეთი, როდესაც ასეთ დიდი ტრაგედიები ხდება
- +

22 სექტემბერი. 2023. 21:22

 

 

ის, რაც ჩვენ ვნახეთ რაჭაში, შოვში, დიდი ტრაგედიაა ადამიანური, ქვეყნისთვის და ბუნებისთვისაც დიდი კატასტროფა. ერთი რამ შეგვახსენა შოვის ტრაგედიამ, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდით დგომა, სოლიდარობა, დახმარება და ასე უნდა გავიტანოთ ერთმანეთი, როდესაც ასეთ დიდი ტრაგედიები ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო შოვში, ტრაგედიის შედეგებთან ბრძოლაში, უპრეცედენტო სამუშაოს შესრულებისთვის.

 

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს, სამხედროს, ექიმს, პოლიციელს, ყველა მძიმე ტექნიკის ოპერატორს. ვხედავდით ჩვენ, რომ უპრეცედენტო სამუშაო იქნა გაწეული იქ, იმისთვის, რომ მომხდარიყო თავის დროზე მისასვლელი გზების აღდგენა, იმისთვის, რომ მაშველებს სრულფასოვნად ემუშავათ.

 

მე იმედი გვაქვს, რომ ასეთი კატასტროფები აღარ განმეორდება, თუმცა კლიმატი იცვლება, ბუნება უფრო ძლიერია ვიდრე ადამიანი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ასეთი კატასტროფებისთვის, მზად იმისთვის, რომ ის, რაც შეგვიძლია განვჭვრიტოთ წინასწარ, განვჭვრიტოთ. მაგრამ თუკი ეს კატასტროფა თავს დაგვატყდება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს, ოპოზიციას, უმრავლესობას, შინაგან საქმეთა მინისტრს საგნობრივი დისკუსიისთვის.

 

 

big_banner
არქივი