logo_geo
მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე: ოპოზიციას გათვლა ჰქონდა, რომ ხელისუფლება არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მან მიიღო ფარცხალაძესთან დაკავშირებით
- +

23 სექტემბერი. 2023. 14:34

 

 

„გათვლა ჰქონდათ, ვითომ ხელისუფლება არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მან მიიღო“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, არ შეუწყვიტოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს.

 

„ასეთი ტიპის მოთხოვნები არ არის თავსებადი კანონმდებლობასთან. უფრო მეტად საინტერესოა პოზიციის ცვლილების მიზეზი. პირადად მე მგონია, რომ თავდაპირველად როდესაც ოპოზიციამ ეს ტაქტიკა აირჩია, ხელისუფლებისთვის ბრალდება წაეყენებინა იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა ვინმე აპირებდა რაღაც განსხვავებულად ქცევას, გახსოვთ, რა აჟიოტაჟი ატეხეს. გათვლა ჰქონდათ, ვითომ ხელისუფლება არ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც მან მიიღო. შესაბამისად, მოგვიანებით, როდესაც მთელი ეს ნათქვამები აღმოჩნდა საზოგადოებისთვის მიწოდებული ტყუილი, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი და პოზიციის ცვლილება მოუწიათ. ეს პოზიციის ცვლილება ალბათ ახსნილი უნდა იყოს იმით, რომ კიდევ ცდილობენ, მორიგი ბრალდებებისთვის ახალი შეთითხნილი მიზეზები მოამზადონ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

 

big_banner
არქივი