logo_geo
ირაკლი ბერაია: სუსმა დაასახელა კონკრეტული პირები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ამიტომ არანაირი საფუძველი არ მაქვს, ამ ინფორმაციას არ ვენდო
- +

23 სექტემბერი. 2023. 14:56

 

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებას ეხება.

 

დეპუტატი ამბობს, რომ სუსის განცხადების უნდობლობის საფუძველი არ არსებობს, რადგან რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხშირად ისმის მსგავსი შინაარსისს მოწოდებები და განცხადებები.

 

„სუსმა დაასახელა კონკრეტული პირები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც, ამიტომ არანაირი საფუძველი არ მაქვს, ამ ინფორმაციას არ ვენდო. სრულად ვენდობი სუსს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება რადიკალებს, რომელთა მხრიდანაც ხელისუფლების დამხობის მოწოდებები მოგვისმენია“, - აცხადებს ბერაია.

 

 

big_banner
არქივი