logo_geo
ირაკლი კობახიძე: ოთარ ფარცხალაძეს ალბათ, ეკუთვნის მადლობის გადახდა სალომე ზურაბიშვილისთვის - ის ინარჩუნებს ორი ქვეყნის მოქალაქეობას. წარმოუდგენელია გადაწყვეტილება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო
- +

24 სექტემბერი. 2023. 20:51

"ოთარ ფარცხალაძეს ეკუთვნის მადლობის გადახდა ალბათ, სალომე ზურაბიშვილისთვის - ის ინარჩუნებს ორი ქვეყნის მოქალაქეობას. წარმოუდგენელია ეს გადაწყვეტილება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.

 

 

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაზე.

 

 

 

 

როგორც ჩანს, პრეზიდენტის სურვილია, რაღაც საბაბი დატოვოს უხერხულობებისთვის და სახელმწიფოს შეუქმნას უხერხულობები ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნებით, რაც ასევე წარმოუდგენელია. როდესაც ასე პირდაპირ, ღიად უპირისპირდები სახელმწიფო ინტერესებს და ცდილობ, ხელოვნურად შეუქმნა უხერხულობა სახელმწიფოს, ეს აბსოლუტურად უღირსი ნაბიჯია, პირდაპირ შეიძლება ითქვას. ამასთან, შეწყვეტაზე უარის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ დაარღვია კანონი. ადრე - კონსტიტუცია, ახლა კანონი, ნუ, ეს მისი არჩევანია.

 

 

ოთარ ფარცხალაძეს ეკუთვნის მადლობის გადახდა ალბათ, სალომე ზურაბიშვილისთვის - ის ინარჩუნებს ორი ქვეყნის მოქალაქეობას. წარმოუდგენელია ეს გადაწყვეტილება, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა მიიღო. რეალურად ასეა, ოთარ ფარცხალაძე ინარჩუნებს ორი ქვეყნის მოქალაქეობას იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტს კანონით ევალებოდა მოქალაქეობის შეწყვეტა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც სახეზე იყო. შესაბამისად, ესაა დღევანდელი მოცემულობა - პრეზიდენტმა დაარღვია კანონი იმისთვის, რომ ეცადა სახელმწიფოსთვის უხერხულობის შექმნა, რაც არ გამოუვა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

მან ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხზე, რადიკალური ოპოზიციის მიერ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.

 

 

„წინასწარვე ვიცოდით, რომ რადიკალური ოპოზიცია ფარცხალაძის მიმართ დაწესებულ სანქციასაც გამოიყენებდა ხელოვნურად ვითარების პოლარიზებისთვის და ასეც მოხდა. ხელოვნური აჟიოტაჟი, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა, მოახერხეს და ლარის კურსი 5 ერთეულით აწიეს ორი დღის განმავლობაში. თუმცა, ესეც დარეგულირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ვიხილეთ, რომ რამდენიმე დღით რადიკალურ ოპოზიციას მიეცა საბაბი პოლარიზაციის გაღვივებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი