logo_geo
გიორგი გამსახურდიას განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ რადიკალური ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიანიჭონ
- +

24 სექტემბერი. 2023. 23:54

გიორგი გამსახურდიას განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ლობისტების მეშვეობით, რადიკალური ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიანიჭონ. ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მან ისაუბრა, როგორი იქნება საქართველოსთვის პასუხი ოქტომბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

 


„კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ასე ვთქვათ, არის ინსტრუმენტი, კონსერვატიული მთავრობების წინააღმდეგ ბრძოლაში, სამწუხაროდ, რაღაც გარკვეული წრეების მიერ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. დღეს მე პოლონეთში ვიმყოფები და ძალიან კარგად ვიცი აქაური პოლიტიკური ისტებლიშმენტი“, - განაცხადა გამსახურდიამ.

 

 

მან ასევე ისაუბრა, რამდენად შესაძლებელია კანდიდატის სტატუსზე უარის შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი ხელისუფლებამ მოსახლეობას აუხსნას.

 

 

მოსახლეობას უნდა აეხსნას ამ უარის შინაარსი. როდესაც პრემიერი საუბრობს, რომ ეს პარამეტრები ჩვენ შესრულებული გვაქვს, ეს არის ფაქტი, ეს უნდა დავიყვანოთ და ავუხსნათ ყველა ადამიანს, ვისაც დააინტერესებს, რატომ ვერ მივიღეთ. ასე უნდა ავუხსნათ ჩვენ, რომ ეს გვეკუთვნოდა, მაგრამ პოლიტიკური კონიუნქტურის, კერძოდ, ომში არჩართვის გამო, ეს გადასახადი გადავიხადეთ“, - აღნიშნა გამსახურდიამ.

 

 

big_banner
არქივი