logo_geo
რატი იონათამაშვილი: პრეზიდენტი სრულ უპატივცემულობას გამოხატავს არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ
- +

25 სექტემბერი. 2023. 14:30

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს სრულ უპატივცემულობას არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, არამედ ქართული სახელმწიფოს მიმართ, რაც დაუშვებელი ქმედებაა.

 

„ამ ლექსიკით და ასეთი ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებით საკუთარი ნებით მოქმედებს თუ სხვის დავალებას ასრულებს, აღნიშნულ კითხვას უკვე ჩვენი საზოგადოება გასცემს პასუხს. ერთადერთი, რისი ლუსტრაციაც მოხდა ამ ყველაფერში, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის არათანმიმდევრული, უპრინციპო დამოკიდებულება და პოზიციები, მათ შორის საკუთარი განცხადებების მიმართ. აქ აღარ არის საუბარი ზოგადად მის პასუხისმგებლიან დამოკიდებულებაზე, რომელიც საერთოდ არ არის ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტია, როდესაც ადამიანი ასრულებს სხვის დავალებას, მაშინ უსვამს ხოლმე ხაზს თავის განცხადებებსა და პრინციპებს“, – განაცხადა რატი იონათამაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი