logo_geo
შალვა პაპუაშვილი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის ფორმატს პარლამენტებს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ
- +

27 სექტემბერი. 2023. 20:34

შალვა პაპუაშვილი ირლანდიაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.

 

 

„დუბლინში ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების სამიტი იმართება, სადაც თემატური საკითხების გარდა, კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების შესაძლებლობა იქნება. რა თქმა უნდა, ამ ფორმატსაც კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ პარლამენტებს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად. ამავე დროს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან საუბარი იქნება იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მისაღები აქვს ევროკავშირს, რათა გამოასწოროს შარშან დაშვებული შეცდომა. მნიშვნელოვანია, ამ თვალსაზრისით მათი მხარდაჭერა გვქონდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპიკერებთან. მთავარი თემა ევროპული რეკომენდაციების შესრულება და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება იქნება.

 

 

big_banner
არქივი