logo_geo
გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა
- +

27 სექტემბერი. 2023. 22:06

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებზე იმსჯელა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გენდერული საბჭოს წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს.

 

 

„ერთი მხრივ, სტუმრებმა გაგვაცნეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკა, მოვისმინეთ მათი უწყებების ანგარიში და ანალიზი ამ დანაშაულებთან და მძიმე ფაქტებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, საბჭოს წევრებს შესაძლებლობა გვქონდა კითხვების მეშვეობით გაგვეშალა ეს თემა და გვესაუბრა შესაძლებელ პრევენციულ ზომებზე. მისასალმებელია, რომ სხდომაში მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ და ვისურვებდი, რომ საბჭოს მომდევნო სხდომა საპარლამენტო პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო ჩართულობით ჩატარდეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

 

big_banner
არქივი