logo_geo
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომელიმემ თქვა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ მხარს დავუჭერთო ?! ასეთი გზავნილი არ მოგვისმენია
- +

27 სექტემბერი. 2023. 22:31

"კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტის მხრიდან, ფორმალური და სამართლებრივი თვალსაზრისით სახეზეა, ქვეყნის გარეთ რომ გავიდა პრეზიდენტი, შედეგი რა იყო ",- ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა. 

 

 

მისი თქმით, დარღვევაა, როდესაც სალომე ზურაბიშვილი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც საგარეო ურთიერთობები არ შედის, მიდის, რომ წარმოადგინოს საქართველო მის ფარგლებს გარეთ.

 

 

"კონსტიტუციის დარღვევა პრეზიდენტის მხრიდან, ფორმალური და სამართლებრივი თვალსაზრისით სახეზეა და ვერავინ დაობს ამაზე. ოპოზიცია უბრალოდ გადადის მორალურ მხარეზე, სადაც უნდათ რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანენ, მაგრამ ვერ მოხდება ასე, რადგანაც როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც საგარეო ურთიერთობები არ შედის და მიდის, რომ წარმოადგინოს საქართველო მის ფარგლებს გარეთ - ეს არის დარღვევა, თუკი ამას თან არ ახლავს მთავრობის თანხმობა. ცალსახაა ეს და კონსტიტუციაში წერია იმგვარად, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ქვეყნის გარეთ რომ გავიდა პრეზიდენტი, შედეგი რა იყო? წავიდა პრეზიდენტი შეხვდა ლატვიის მხარეს, ამის შემდეგ გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და მიგვითითა, რომ  შევუერთდეთ სანქციებს. სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შემდეგ, რომელიმემ თქვა საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენ მხარს დავუჭერთო?! პირიქით, გზავნილები მოვისმინეთ, რომ მიუერთდით, დააწესეთ სანქციებიო, ეს იყო მისი შეხვედრების შედეგი,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

 

 

big_banner
არქივი