logo_geo
მამუკა მდინარაძე: პაპუაშვილი იყო რუმინეთში, სადაც მკაფიოდ თქვეს, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას - წავიდა პრეზიდენტი, შეხვდა ლატვიის მხარეს, გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და მიგვითითა, რომ უნდა მივუერთდეთ სანქციებს
- +

27 სექტემბერი. 2023. 23:56

"ქვეყნის გარეთ რომ გავიდა [სალომე ზურაბიშვილი], შედეგი რა იყო? შალვა პაპუაშვილი იყო რუმინეთში, დღეს დაასრულა ვიზიტი. რუმინული მხარე გამოვიდა და უკვე მკაფიოდ თქვეს, რომ მხარს დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს არის შედეგი - წავიდა ადამიანი, რაღაცაზე ილაპარაკეს და ამის დეკლარირება მოახდინეს," - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსთავი 2-ის გადაცემაში "ღამის კურიერი".

 

 

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილის ლატვიაში ვიზიტის შემდეგ, ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს სანქციების მიერთებისკენ მოუწოდა.

 

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს უნდა აეხსნა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციებს მიერთებულია და არავის ეძლევა საშუალება, სანქციებს გვერდი აუაროს, რაც შეეხება სანქციების დაწესებას, ამ ნაბიჯით ქვეყანას მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზიანი მიადგება.

 

 

"წავიდა პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით, შეხვდა ლატვიის მხარეს, ამის შემდეგ გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და მიგვითითა, რომ ჩვენ უნდა მივუერთდეთ სანქციებს - ეს არის შედეგი.

 

 

აქაც ძაღლის თავი დეტალებშია დამარხული: სანქციების მიერთებაზე თუ გველაპარაკებიან, სანქციებს მიერთებული ვართ და მაგალითად, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყნები სანქციებს აწესებენ, არავის ვაძლევთ საშუალებას, გვერდი აუაროს ამ სანქციებს. გამონაკლისი შემთხვევაა საქართველოს მოქალაქეზე სხვა რეგულაციაა, ბუნებრივი ამბავია - ყველა თავმოყვარე სახელმწიფო ასე აკეთებს და ჩვენც.

 

 

 

აუხსნას ამ ადამიანმა [სალომე ზურაბიშვილმა], ეს მაინც გააკეთოს იმ შეხვედრაზე, რომ ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს ერთი მარტივი მიზეზის გამო: ყველა დათვლით, მათ შორის, ოპტიმისტური დათვლითაც, ეს მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას. თუ იმას მაძალებ და მომიწოდებ, ჩემს ქვეყანას მინიმუმ 10%-იანი და მაქსიმუმ 18 %-იანი ზიანი მივაყენო, 6.5%-იანი ზიანი რომ მიადგა პანდემიის დროს, რა მოხდა ამ ქვეყანაში, გვახსოვს და იმაზე ორჯერ მეტი რას იზამს, კარგად ვიცით. ხომ მარტივი დასათვლელია?

 

 

თუ მიერთებაზე და სანქციების აღსრულებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ამას მივუერთდით და არავის ვაძლევთ გვერდის ავლის საშუალებას. საქართველო, ჩვენი ძვირფასი ოპონენტებიდან ზოგიერთი, "შავ ხვრელად" რომ მოიხსენიებდნენ, ასეთი ადგილი ვერ და არ გახდება.

 

 

ანუ, იმაზეც ვერ ჩამოაყალიბა თავისი კოლეგა, მიერთებაზე უნდა გაეკეთებინა განცხადება, სადაც პრაქტიკულად ჩვენ მიერთებული ვართ და არავის ვაძლევთ სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, თუ დაწესებაზეა საუბარი, ამაზე რამხელა ამბავი იყო, გახსოვთ და შემდეგ თვითონვე ჩვენი ოპოზიციაც, ყველაზე რადიკალებიც კი უარყოფდნენ, რომ სანქციების დაწესებაზე არაფერი გვითქვამსო." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

big_banner
არქივი