logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ვინც ევროპაში მხარს უჭერს იმას, რომ საქართველოს კიდევ ერთი წლით გადაუვადონ კანდიდატის სტატუსი, მერწმუნეთ, არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგაც მოქმედებენ
- +

28 სექტემბერი. 2023. 00:17

"ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. იქ დადიოდნენ და არწმუნებდნენ ხალხს, კანდიდატის სტატუსი არ მისცეთ, რადგან არჩევნები მოდის და ხელისუფლება პირწმინდად მოგვიგებს არჩევნებსო. წარმოგიდგენიათ? პარლამენტში 2-3 მანდატით მეტი რომ მიიღონ, ამაზე საქართველოს ევროპულ მომავალს ცვლიან, "- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

თალაკვაძის თქმით, საქართველო ერთი წლის წინაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც გადაწყდა, რომ ასოცირებული ტრიოდან ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ მიიღებდა, მომენტალურად გააქტიურნდნენ მტრული ძალები.

 

 

„ჩვენ რას ვაკეთებთ და რას იმსახურებს საქართველო: ევროკომისიამ ამ ზაფხულს გამოაქვეყნა შეფასება და თქვა რომ საქართველო ასოცირებულ ტრიოში საუკეთესოა. ეს ჩვენ ერთი წლის წინაც ვიცოდით. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს სწორი ინფორმაცია და არ მოვატყუოთ, როგორც ამას აკეთებდა წინა ხელისუფლება. სიმართლე არის ის, რომ საქართველო ერთი წლის წინაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, რის ნაცვლადაც მიიღო ევროპული პერსპექტივა - მადლობა. უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, მაშინ როცა ტრიოში ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი საუკეთესო. კარგია, ვულოცავთ და გგულშემატკივრობთ ორივეს. ამის შემდე მოხდა ის, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე, მტრული ძალები, როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის გააქტიურდნენ მომენტალურად. ეს იგრძნობოდა შიგნითაც და გარეთაც. ეს საქართველოსაც და ევროკავშირსაც აზიანებს. ევროპაში ის პოლიტიკური ფრთა თვლის, რომ უნდა დაელოდონ არჩევნებს, რომ ეს დასუსტებული ოპოზიცია საერთოდ არ მოვკლათო. ამ ოპოზიციას ვერ გააცოცხლებენ, ოპოზიციას, რომელსაც დღის წესრიგი არ აქვს, არ ჰყავთ ლიდერები და საკუთარი დასანქცირებული მოქალაქის საკითხით იკვებება სვავივით თვიდან თვემდე, ვერ გააცოცხლებენ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმით. მადლობა ღმერთს ევროპაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, რომელიც ჩვენთან ერთად იდგა ავღანეთში და უმძიმეს ოპერაციებში მონაწილეობდა, რომელიც ჩვენთან ერთად სამშვიდობო მისიებში მხარდამხარ იდგა და უმძიმეს მისიებს ასრულებდა, რომელიც რეგიონში ჩვენი ყველაზე საიმედო პარტნიორია - ეს ხალხი, რომ კანდიდატის სტატუსის გარეშე დავტოვოთ რა მოხდებაო? ამაზე ფიქრობენ. მოხდება ის, რომ ჩვენი და ევროკავშირის საერთო მტრები ამას გზავნილად მიიღებენ, რომ საქართველო მეგობრებმა მიატოვეს, ესენი უკვე მარტო არიან და იქნება გაორმაგებული შეტევა ჩვენს დემოკრატიაზე და უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, ვინც უჭერს მხარს ევროპაში იმას, რომ საქართველოს კიდევ ერთი წლით გადაუვადონ კანდიდატის სტატუსი, მერწმუნეთ, ის ხალხი, არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის წინააღმდეგაც მოქმედებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი