logo_geo
რატი იონათამიშვილი მელიაზე: ამ ადამიანს თუ ელემენტარული თავმოყვარეობა აქვს, როდესაც ხაბეიშვილთან წააგებს რაიმე სახის არჩევნებს, იმის ამბიცია აღარ უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკაში საერთოდ რამე აკეთოს
- +

28 სექტემბერი. 2023. 10:07

 

 

რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები შეაფასა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეს მიაჩნია, რომ ამ ადამიანთა განლაგებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათი რეალური მიზანი საზოგადოებისთვის დიდი ხანია გაცხადდა

 

ამ ადამიანს თუ ელემენტარული თავმოყვარეობა აქვს, როდესაც ხაბეიშვილთან წააგებს რაიმე სახის არჩევნებს, იმის ამბიცია აღარ უნდა ჰქონდეს, რომ პოლიტიკაში საერთოდ რამე აკეთოს. მაგრამ კრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაცებს“ თავმოყვარეობა, განსაკუთრებით პოლიტიკური, როგორც ჩანს ნამდვილად არ გააჩნია. საზოგადოებისთვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგინეს, ისინი ერთად დალაგდებიან თუ ცალ-ცალკე. ის, რომ დესტრუქციული ძალები არიან და ჩვენი ქვეყანა არაფრად ადარდებთ, ეს უკვე მათმა ამომრჩეველმაც არაერთგზის დაინახა“, - მიიჩნევს იონათამიშვილი.

 

არსებული ინფორმაციით, ნიკა მელიამ შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას სხვა პლატფორმიდან გააგრძელოს.

 

 

big_banner
არქივი