logo_geo
გივი მიქანაძე: ყველა რეკომენდაციის შესრულება შეუძლებელია ცალმხრივად
- +

28 სექტემბერი. 2023. 10:35

 

 

საქართველო ევროსაბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინში - დეკემბერში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს. მმართველი პარტია ევროპული დავალების შესასრულებლად აქტიურად მუშაობს და პროცესში ჩართვისკენ ოპონენტებსაც მოუწოდებს.

 

გივი მიქანაძე: ''მმართველი გუნდი პირველივე დღიდან აკეთებს ყველაფერს, რომ თორმეტივე რეკომენდაცია იყოს შესრულებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა რეკომენდაციის შესრულება შეუძლებელია ცალმხრივად. არის პასუხისმგებლობის ტვირთი, რომელიც რადიკალების მხარესაც არის შესაბამისი პასუხისმგებლობით განმსჭვალული, მაგრამ ეს ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობენ, რომ ეს პროცესი დააზიანონ.

 

ჩვენ ოთხ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გადავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში შესაბამისი დასკვნისთვის. ამასთანავე, გრძელდება როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის მხრიდან შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება მაქსიმალური ძალისხმება იმისთის, რომ ის რაც სამართლიანად ეკუთვნის საქართველოს, ის რაც ბოლო წელიწადზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში განხორციელდა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, იყოს სამართლიანად შეფასებული და საქართველომ მიიღოს დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი.''

 

 

big_banner
არქივი