logo_geo
ირაკლი ჩიქოვანი: ყველა ობიექტური დამკვირვებელი აფასებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით
- +

28 სექტემბერი. 2023. 14:05

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ვიზიტით ირლანდიაში იმყოფება. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებთან დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა კომენტარი.

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებზე ვსაუბრობთ იმ ევროპულ პერსპექტივაზე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს გააჩნია და იმ პროგრესზე, რომელიც ქვეყანამ მიაღწია რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, განხილვის საკითხი იყო" – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

დეპუტატის თქმით, შეხვედრებზე ხაზი გაესვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიების ყოფნა.

 

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და დიდი როლი უჭირავს საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ არჩევნებში. ეუთო-საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიები იყოს და ამ მისიებმა ყურადღება დეზინფორმაციაზე გაამახვილონ, რადგან ქვეყნის შიგნით საკმაოდ ბევრი და დიდი წყაროებია დეზინფორმაციის გავრცელების. საუბარი იყო იმაზეც, რომ ევროპაში უსაფრთხოების პოლიტიკა შეცვლილია მას შემდეგ, რაც რუსეთმა აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელსაც უკვე ათწლეულებია, ოკუპაციის ქვეშ უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა უმკლავდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველ აფასებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით მიაღწია. განსაკუთრებით, მინდა, ხაზი გავუსვა – ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს. პროგრესი თვალსაჩინოა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ევროკავშირის ინსტიტუტებზეა, თუმცა ყველა ობიექტური დამკვირვებელი აფასებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი რეკომენდაციების შესრულების თვალსარისით“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

big_banner
არქივი