დღეს, 15:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე, „ბორჯღალოსნები“ 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ. რაგბის ფედერაციამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ქართველ სპორტსმენებს საქართველოს გამოსახულება აქვთ გამოსახული.
„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა უკვე დაასახელა. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრას, კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება.