მომღერალი თათა გიორგობიანი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ასაკთან დაკავშირებულ სტერეოტიპულ მიდგომებზე საუბრობს:
„ხშირად მეუბნებიან, - უკვე იმ ასაკში ხარ, ბავშვი უნდა გააჩინოო. ეს უფრო მეგობრული რჩევაა. ამ ადამიანების მესმის და მადლობელი ვარ, რომ განიცდიან, ფიქრობენ ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ რომ ვეუბნები,- ჯერჯერობით მაინც სწავლაზე, კარიერაზე ორიენტირებული ვარ-მეთქი, ცოტათი უკვირთ. ვფიქრობ, ცუდი არაფერია, რომ საკუთარი მომავალი კარგად დაგეგმო და თუნდაც რაღაცა გვიან, მაგრამ წინასწარ განსაზღვრულად, დამშვიდებულმა გააკეთო. ჩემი აზრით, ეს უკეთესია“, - ამბობს მომღერალი.