logo_geo
მიხეილ ჟღენტი: რა ნატო, რის ევროკავშირი და რა კანდიდატის სტატუსი? ეს უკვე შიზოფრენიაა!
- +

0 . 0000. 00:00

 

 

მოძრაობა „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ წევრის მიხეილ ჟღენტის განცხადებით, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების აკვიატებული იდეა უკვე შიზოფრენიაში გადადის და ისინი, ვინც ამ „სენიდან“ ვერ განიკურნენ, ფსიქიატრებმა უნდა გამოიკვლიონ.

 

ხალხი ძალიან მძიმე ეკონომიკური და ფსქოლოგიური წნეხის ქვეშ არის. მოსახლეობა კარგავს ხელისუფლების იმედს და, რაც მთავარია, მის მიმართ პატივისცემას. ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ მმართველმა პარტიამ მტერს თავისი სახელი ვერ დაარქვა. ესაა უბედურება, მათი რეიტინგის კატასტროფული დაცემა. რა ნატო, რის ევროკავშირი და რა კადიდატის სტატუსი? ეს უკვე შიზოფრენიაა! ეს უკვე ფსიქიატრების საქმეა და არა ექსპერტების და პოლიტოლოგების. დღეს ჩინეთში ხარ, ხვალ ბრიუსელში, ზეგ ვაშინგტონში და ბოლო ილიაუნში გიმზადებენ დამხობის სცენარს. მენტალური კატასტროფაა ქვეყნის ხელძღვანელობაში. დღეს ისეა დამუხტული გარემო, რომ ნებისმიერი საბაბი შეიძლება გახდეს ქუჩის აფეთქების მიზეზი. მე მაინც ვფიქრობ, რომ დასავლეთი, საკონტროლო გასროლას, ევროლბერალიზაციის აკრძალვის მუქარით განახორვიელებს. მაშინ ბევრი გავა ქუჩაში, თუმცა, იმდენი არა, რომ სახელმწიფო გადატრიალებისთვის საკმარისი აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში საშიში ხელისუფლების შიგნით ღალატი იქნება, რასაც, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ. შესაძლებელია, სწორედ იმ კოაბიტირებულებმააისროლონ პირველებმა“, - აცხადებს მიხეილ ჟღენტი „რეპორტიორთან“ საუბარში.

 

ინტერვიუ სრულად იხილეთ:

https://reportiori.ge/inside.php?menuid=74&id=215464

 

big_banner
არქივი