ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი შეყვარებული მხარს უჭერს ყველაფერში.
„ნინი ძალიან მიდგას გვერდით და მეც მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო. ხანდახან არ გამომდის, მაგრამ სხვა დროს ვცდილობ ამის ანაზღაურებას. სამი წელია, ერთად ვართ და ძალიან კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, ვისაც შეგიძლია, საკუთარი ტკივილი და სიხარული გაუზიარო“, - აღნიშნავს გიორგი გაბუნია.