logo_geo
ლაურა რეხვიაშვილი: აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება და ერთი წელი გაგრძელდა
- +

30 მარტი. 2022. 20:14

 

 

„ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს იმ იდუმალებასთან, რასაც ღმერთი ჰქვია. მჯერა, რომ ის არსებობს და რაც უფრო შევდივარ ასაკში, უფრო და უფრო ვრწმუნდები“, - უთხრა მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა „სარკეს“ და ერთ უჩვეულო ამბავს მოუყვა, რომელიც ბავშვობაში შეემთხვა.

 

„ჩვენი სკოლის პიონერხელმძღვანელმა გადაწყვიტა, ლაშქრობაში წავეყვანეთ და ალავერდის ტაძარი მოგვენახულებინა. წინა დღეს მეზობლმა მითხრა, ალავერდში იესო ქრისტეს ხატია, მარჯვნივ რომ წახვალ, გიყურებს, მარცხნივ წახვალ, გიყურებსო.

 

მასწავლებელმა ტაძარი მოგვატარა, შემდეგ გვითხრა, გარეთ გავიდეთო. მე დავრჩი. იესო ქრისტეს ხატის წინ დავდექი, წავედი მარჯვნივ - მიყურებს. წავედი მარცხვნივ - მიყურებს. ცენტრში დავდექი და ისევ მიყურებს. ისევ მარჯვნივ წავედი და ფეხი გადამიბრუნდა. დავიხედე ძირს და საშუალო ზომის ქვა ეგდო. გამწარებულმა ავიღე და ხატს პირდაპირ თვალში გავარტყი ისე, რომ საღებავი ჩამოიშალა. ვიგრძენი, თითქოს მარწუხები შემომეჭირა. ტყვიასავით გავვარდი გარეთ.  სახლში დაღლილ-დაქანცული მივედი. მეორე დღეს უცებ ცუდად გავხდი, დღემდე არ ვიცი, რა დამემართა. არაფერი მტკიოდა, უბრალოდ გავშეშდი. გამიშეშდა ხელი, სკამიდან გადმოვვარდი.

 

აქედან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება და ერთი წელი გაგრძელდა. ყოველ საღამოს ცუდად ვხდებოდი, გონება საღი მქონდა და სხეული მეთიშებოდა. ხელს და ფეხს ვერ ვამოძრავებდი. ერთადერთი, რისი საშუალებაც მეძლეოდა, იყო ის, რომ თავს კედლისკენ ვატრიალებდი და ქალს ვხედავდი“, - ამბობს ლაურა რეხვიაშვილი.

 

მას თბილისში ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარეს, მაგრამ ვერაფერი გაიგეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი