logo_geo
კონგოში ებოლას მორიგი აფეთქება დასრულდა
- +

3 მაისი. 2021. 17:02

 

 

კონგოს მთავრობამ ქვეყანაში ებოლას მორიგი აფეთქების დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ებოლას გავრცელების შეჩერება მედიკოსებმა ვაქცინის დახმარებით შეძლეს. 1 600-ზე მეტმა ადამიანმა Mеrck-ის ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღო. მათ შორის იყვნენ ინფიცირებულების კონტაქტები და კონტაქტების კონტაქტები.

 

ვირუსის პირველი შემთხვევა 3 თებერვალს დაფიქსირდა, სულ 12 ადამიანი დაინფიცირდა, 6 მათგანი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი