კონგოს მთავრობამ ქვეყანაში ებოლას მორიგი აფეთქების დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ებოლას გავრცელების შეჩერება მედიკოსებმა ვაქცინის დახმარებით შეძლეს. 1 600-ზე მეტმა ადამიანმა Mеrck-ის ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღო. მათ შორის იყვნენ ინფიცირებულების კონტაქტები და კონტაქტების კონტაქტები.
ვირუსის პირველი შემთხვევა 3 თებერვალს დაფიქსირდა, სულ 12 ადამიანი დაინფიცირდა, 6 მათგანი გარდაიცვალა.